ინვეტ ჯგუფის ოფიციალური ვებ-გვერდი

ლეგა სპრეი (4860115260104; 4860115260067)

₾18.00
მიმართულება : შინაური ცხოველები
ბრენდი : დავათი, საქართველო
პროდუქტის ტიპი : ანტიპარაზიტული
პროდუქტის ფორმა : სპრეი
კოდი : 4860115260104; 4860115260067

სავაჭრო დასახელება:

ლეგა

 

წამლის ფორმა:

გარეგანი გამოყენების ხსნარი

 

აღწერა:

ყვითელი ან მოყვითალო გამჭვირვალე ხსნარი, დამახასიათებელი სუნით.

 

გენერიკული (საერთაშორისო არაპატენტირებული) დასახელება:

Fipronil

 

შემადგენლობა:

1 მლ ხსნარი შეიცავს

აქტიური სუბსტანცია:    ფიპრონილი ---------------------- 98 მგ

 

ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ინსექტოაკარაციდული საშუალება.

 

ATC vet code:

QP53AX15 ფიპრონილი

 

ფარმაკოლოგიური მოქმედება:

პრეპარატი „ლეგა“ (“LEGA”) მიეკუთვნება ინსექტოციდული და აკარაციდული მოქმედების პრეპარატთა ჯგუფს. აქვს გამოხატული ინსექტოაკარაციდული მოქმედება ძაღლებში რწყილების (Ctenocephalus spp.), პარაზიტული ტკიპების (Dermacentor spp., Rhipicephalus spp., Ixodes spp.) და ტილების წინააღმდეგ განვითარების ყველა ფაზაში, ასევე  გააჩნია რეპელენტური მოქმედება სისხლმწოვი კოღოების  მიმართ.

 

ფარმაკოკინეტიკა:

პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი აქტიური ნივთიერება  ფიპრონილი (C12H4Cl2F6N4OS) - [5-ამინო-1-[2,6-დიქლორ-4-(ტრიფტორმეთილფენილ]-4-(ტრიფტორმეთილსულფინილ)-1H-პირაზოლ-3-კარბონიტრილი - მოქმედების ფართო სპექტრის ინსექტოციდია. ის, ცხოველის ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე გავლენის გარეშე, არღვევს ექტოპარაზიტების ნერვულ სისტემას, ბლოკავს რა GABAA რეცეპტორების იონურ არხებს და ქლორიდულ (GluCl) არხებს. შედეგად ხდება ნერვული აგზნება და ექტოპარაზიტების სიკვდილი.

პრეპარატ „ლეგა“-ს შემადგენლობაში შემავალ აქტიურ ნივთიერებას (ფიპრონილი) აქვს კონტაქტური ეფექტი და პრაქტიკულად არ შეიწოვება კანის საშუალებით. ის გროვდება ეპიდერმისსა და კანის ფოლიკულებში, და თანდათანობით იხსნება გარკვეული პერიოდის განმავლობაში. იქმნება ე.წ. "წყალსაცავის" ეფექტი,  რაც უზრუნველყოფს პრეპარატის ხანგრძლივ ინსექტოაკარაციდულ  მოქმედებას.

 

ჩვენება:

პრეპარატი „ლეგა“ გამოიყენება ძაღლებში რწყილებით, ტილებით, იქსოდური ტკიპებით, კოღოებითა და ბეწვისმჭამელებით გამოწვეული დაზიანებების სამკურნალოდ და პროფილაქტიკის მიზნით.

 

მიღების  წესი და დოზირება: 

პრეპარატს აწვეთებენ კისერზე (პირველი მალის მოდამოში) თავის მხარეს, ზურგზე მხრების შორის (ბეჭებს შუა) და წელზე, ისე რომ არ აილოკოს. ცხოველის ხერხემლის გასწვრივ გადასწიეთ ბეწვის საფარველი და უშუალოდ კანზე დააწვეთეთ პრეპარატი შემდეგი დოზებით:

ცხოველის წონა

პრეპარატის რაოდენობა (მლ)

2 – 10 კგ

1 მლ

10 – 20 კგ

2 მლ

20 – 30 კგ

3 მლ

30 კგ-ზე მეტი

4 მლ

 

განმეორებითი დამუშავება ჩვენების მიხედვით თვეში ერთხელ.

პროფილაქტიკისთვის ტკიპების წინააღმდეგ ორ კვირაში ერთხელ.

 

გვერდითი მოვლენები:

შესაძლოა განვითარეს მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ.

იშვიათ შემთხვევაში შესაძლებელია გამოვლინდეს ალერგიული რეაქცია, ასეთ დროს პრეპარატი უნდა ჩამოიბანოს თბილი წყლით შამპუნის დახმარებით

გვერდითი მოვლენის შემჩნევის შემთხვევაში გთხოვთ, მიმართოთ ვეტერინარს.

 

უკუჩვენება:

პრეპარატი „ლეგა“ არ გამოიყენება:

  • 10 დღემდე ასაკის და 2 კგ-ზე ნაკლები ლეკვებში;
  • 2 კგ-ზე ნაკლები მასის მქონე ცხოველებში;
  • ცხოველებში დაზიანებული ყურის დაფის აპკით;
  • ცხოველის ინდივიდუალური მგრძნობელობის შემთხვევაში ფიპრონილის მიმართ;
  • მაკე და ლაქტაციის პერიოდში მყოფ ცხოველებში.

გამოყენების შეზღუდვები:

პრეპარატი არ გამოიყენება სხვა ინსექტიციდებთან ერთად. არ არის რეკომენდირებული დასუსტებული, დაავადებული ცხოველებისთვის.

 

განსაკუთრებული მითითებები (უსაფრთხოების ზომები):

მხოლოდ გარეგანი გამოყენებისათვის! არ მიიღება შიგნით!

ცხოველების დამუშავება პრეპარატით „ლეგა“ უნდა განხორციელდეს რეზინის ხელთათმანებით. ალერგიული, რესპირატორული და კანის დაავადებების მქონე პირებს არ უნდა მიეცეთ საშუალება იმუშაონ პრეპარატთან. პრეპარატის კანზე შემთხვევითი მოხვედრისას დაუყოვნებლივ ჩამოიბანოთ თბილი წყლითა და საპნით. თვალებთან კონტაქტის შემთხვევაში, ჩამოიბანეთ გამდინარე წყლით. ალერგიული რეაქციების ან/და ადამიანის ორგანიზმში პრეპარატის შემთხვევითი მოხვედრისას დაუყოვნებლივ მიმართეთ სამედიცინო დაწესებულებას. სამუშაოს დასრულების შემდეგ ხელები კარგად დაიბანეთ თბილი წყლითა და საპნით, ჩამოიბანეთ პირი წყლით.

პრეპარატით „ლეგა“ დამუშავებიდან  24 საათის განმავლობაში ცხოველს არ უნდა მოეფეროთ და არ დაუშვათ ბავშვებთან მიახლოვება.

 

არ გამოიყენება ვადის გასვლის შემდეგ.

 

შენახვის პირობები:

ინახება მშრალ სინათლისაგან დაცულ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას ოთახის ტემპერატურაზე.

 

გამოშვების ფორმა:

2 მლ გარეგანი გამოყენების ხსნარი პოლიმერულ ტუბში, ტუბი #4 მუყაოს კოლოფში

 

ვარგისიანობის ვადა:

2   წელი.

 

მწარმოებელი ქვეყანა:

საქართველო

 

მწარმოებელი კომპანია:

შ.პ.ს. „დავათი“

ქ. თბილისი, გრ.ხანძთელის ქ.№10.

ფასდაკლება