ინვეტ ჯგუფის ოფიციალური ვებ-გვერდი

კოლექსილ ორალი - 18097

₾70.00
მიმართულება : მეფრინველეობა
მეღორეობა
ბრენდი : ინტერქიმია
პროდუქტის ტიპი : ანტიბიოტიკი
პროდუქტის ფორმა : სითხე
კოდი : 8718692824225

კოლექსილი ორალი/COLEXIL ORAL 
Interchemie, ნიდერლანდები

ანტიბაქტერიული ხსნარი პერორალური გამოყენებისათვის

 

 

პროდუქტის დასახელება: კოლექსილი ორალი 1000 მლ

 

თვისობრივი და რაოდენობრივი შემადგენლობა 1 მლ-ზე:

ენროფლოქსაცინი........................................................... 100 მგ/მლ

კოლისტინის სულფატი .................................................. 1 200 000 IU/მლ

 

ფარმაცევტული ფორმა:

პერორალური ხსნარი სასმელი წყალთან ერთად მიღებისათვის.

 

ფარმაკოლოგიური თვისებები:

კოლისტინისა და ენროფლოქსაცინის კომბინაცია ავსებს ერთმანეთის მოქმედებას. ენროფლოქსაცინი არის სინთეზური, ფართო სპექტრის ანტიმიკრობული ნივთიერება, რომელიც მიეკუთვნება ფტორქინოლინის ანტიბიოტიკების ჯგუფს. ენროფლოქსაცინი მოქმედებს გრამუარყოფით და გრამდადებით ბაქტერიებსა და მიკოპლაზმაზე. ის კარგად შეიწოვება პერორალური მიღებისას და სწრაფად გამოიყოფა ნაღველთან და შარდთან ერთად, ძირითადად ენროფლოქსაცინისა და ციპროფლოქსაცინის მეტაბოლიტის სახით. კოლისტინი არის პოლიმიქსინების ჯგუფის ანტიბიოტიკი, რომელსაც აქვს ბაქტერიციდული მოქმედება გრამუარყოფითი ბაქტერიების მიმართ, როგორიცაა E. coli, Haemophilus spp. და Salmonella spp. ის ცუდად შეიწოვება პერორალური მიღების შემდეგ და მისი კონცენტრაცია სამიზნე ცხოველების შრატში ძირითად არ აღინიშნება. პერორალურად მიღებული კოლისტინი თითქმის მთლიანად გამოიყოფა განავლთან ერთად.

 

სამიზნე ცხოველები:  ღორი და ფრინველი.

 

ჩვენებები:

კოლექსილი ორალი (Colexil Oral) ინიშნება კუჭ-ნაწლავის, სასუნთქი გზებისა და საშარდე გზების ინფექციების დროს, რომლებიც გამოწვეულია ღორებსა და ფრინველში კოლისტინ- და ენროფლოქსაცინის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით, როგორიცაა Campylobacter spp., E. coli, Haemophilus spp., Mycoplasma spp., Pasteurella spp. და Salmonella spp..

 

უკუჩვენებები:

კოლისტინის და/ან ენროფლოქსაცინის ან რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ ჰიპერმგრძნობელობის შემთხვევები. დაუშვებელია დანიშვნა თირკმელების და/ან ღვიძლის ფუნქციის სერიოზული დარღვევის მქონე ცხოველებში. ქინოლონების და/ან კოლისტინის მიმართ რეზისტენტობის შემთხვევები. დაუშვებელია გამოყენება კვერცხმდებელ ფრინველზე, რომლის კვერცხი განკუთვნილია ადამიანის მოხმარებისთვის. დაუშვებელია დანიშვნა მაკე ან მეძუძურ ცხოველებზე. დაუშვებელია კოლექსისლ ორალის (Colexil Oral) დანიშვნა უმცირეს თერაპიულ დოზებში ან პროფილაქტიკის მიზნით.

 

რასასურველი ეფექტი:

ქინოლონების ჯგუფის ყველა ანტიბიოტიკს აქვს უნარი გამოიწვიოს სახსრების დაზიანება ახალგაზრდა ცხოველებში. აქტიური ზრდის პერიოდში ენროფლოქსაცინმა შეიძლება გავლენა მოახდინოს სახსრების ხრტილზე. შეიძლება განვითარდეს საჭმლის მონელების დარღვევები, როგორიცაა ნაწლავის დისბიოზი, გაზების დაგროვება, მსუბუქი დიარეა ან ღებინება. შესაძლებელია გაჩნდეს ქინოლონების ისეთი გვერდითი ეფექტები, როგორიცაა გამონაყარი და დარღვევები ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ.

 

განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები გამოყენებისათვის: არ არსებობს.

 

გამოყენება მაკეობისა და ლაქტაციის პერიოდში:

დაუშვებელია კოლექსილ ორალის (Colexil Oral) გამოყენება მეძუძურ ან მაკეობის პერიოდში მყოფ ცხოველებში.

 

ურთიერთქმედებები:

ხელმისაწვდომ ლიტერატურაში რაიმე სახის ურთიერთქმედებასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ მოიძებნება. თუმცა რეკომენდებული არ არის კოლექსილ ორალის (Colexil Oral) შერევა სხვა პრეპარატებთან.

 

კოლექსილი ორალი (Colexil Oral) 47 დოზირების რეკომენდაციები და მიღების მეთოდი(ები):

პერორალური მიღებისთვის სასმელ წყალთან ერთად.

ღორი: 1 ლიტრი 3000 ლიტრ სასმელ წყალზე 3-5 დღის განმავლობაში.

ფრინველი: 1 ლიტრი 2000 ლიტრ სასმელ წყალზე 3-5 დღის განმავლობაში.

მხოლოდ საკმარისი რაოდენობით სამკურნალო სასმელი წყალი უნდა მომზადდეს ყოველდღიური მოთხოვნილების შესაბამისად. სამკურნალო სასმელი წყლის შეცვლა უნდა განხორციელდეს ყოველ 24 საათში ერთხელ.

 

დოზის გადაჭარბება:

დოზის მნიშვნელოვანმა გადაჭარბებამ შესაძლოა გამოიწვიოს ღებინება, მადის დაკარგვა ან თირკმლის უკმარისობა. განსაკუთრებული

 

სიფრთხილის ზომები:   არ არსებობს.

 

პრეპარატის ორგანიზმიდან გამოსვლის პერიოდი:

ხორცი და სუბპროდუქტები: 9 დღე დაუშვებელია გამოყენება მეკვერცხულ ფრინველზე, რომლის კვერცხი განკუთვნილია ადამიანის მოხმარებისთვის. განსაკუთრებული უსაფრთხოების ზომები, რომელიც უნდა მიიღოს იმ პირმა, რომელიც ახორციელებს პროდუქტის გამოყენებას: შესაძლო სენსიბილიზაციისა და კონტაქტური დერმატიტის გამო, გამოყენებისას თავიდან აცილებულ უნდა იქნას პროდუქტის უშუალო კონტაქტი კანთან.

 

სხვა მედიკამენტებთან შეუთავსებლობა: არ არის ცნობილი მნიშვნელოვანი ინფორმაცია შეუთავსებლობასთან დაკავშირებით.

 

შენახვის პირობები: კოლექსილ ორალს (Colexil Oral) აქვს 3 წლიანი ვარგისობის ვადა ბნელ ადგილას ოთახის ტემპერატურაზე(15-25°C) შენახვის პირობებში. კოლექსილ ორალთან (Colexil Oral) შერეული სასმელი წყლის გამოყენება დასაშვებია 24 საათის განმავლობაში ოთახის ტემპერატურული (15-25°C) რეჟიმის დაცვის შემთხვევაში. განსაკუთრებული უსაფრთხოების ზომები შენახვის დროს: კოლექსილ ორალი (Colexil Oral) უნდა ინახებოდეს ბნელ ადგილას ოთახის ტემპერატურაზე (15-25 °C) კარგად დახურულ ბოთლებში. ყველა გახსნილი და ნარჩენი პროდუქციის უტილიზაცია უნდა განხორციელდეს ეროვნული ან ადგილობრივი რეგულაციების შესაბამისად.

 

შეფუთვა: 1000 მლ მოცულობის პოლიეთილენის ბოთლები.

 

იმპორტიორი და ექსკლუზიური დისტრიბუტორი საქართველოში:

„შპს ინვეტი“ მისამართი: ქ. თბილისი, ვახუშტი ბაგრატიონის 84ა, ტელ.: +995 32 2 25 19 66;

 

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი:

Interchemie werken “De Adelaar” B.V. Metaalweg 8, 5804 CG Venray, The Netherlands

 

მწარმოებელი:

Interchemie werken “De Adelaar” B.V. Metaalweg 8, 5804 CG Venray, The Netherlands

 

ფასდაკლება