მარბოსანი
Interchemie ნიდერლანდები
საინექციო ხსნარი
პროდუქტის დასახელება: მარბოსანი -100
აღწერილობა:
საინექციო ხსნარი 100 მლ თითოეული მლ-ის თვისობრივი და რაოდენობრივი შემადგენლობა:
მარბოფლოქსაცინი ......................................................................................100 მგ;
სამიზნე ცხოველები:
მხსვილფეხა რქოსანი პირუტყვი, ღორი.
ჩვენებები:
მსხვილფეხა რქოსან პირუტყვში: Pasteurella multocida, Mannheimia haemolytica, Histophilus somni და Mycoplasma bovisის შტამებით გამოწვეული რესპირატორული ინფექციების მკურნალობა. ის ასევე გამოიყენებ მარბოფლოქსაცინის მიმართ მგრძნობიარე გრამუარყოფითი ბაქტერიებით გამოწვეული მწვავე მასტიტის სამკურნალოდ. ღორებში:მარბოფლოქსაცინისადმი მგრძნობიარე ბაქტერიული შტამით გამოწვეული მშობიარობის შემდგომი დისგალაქტიის სინდრომის მკურნალობა.
უკუჩვენებები:
არ გამოიყენოთ მარბოფლოქსაცინის, სხვა ქინოლონების ან რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ ჰიპერმგრძნობელობის მქონე ცხოველებში. არ გამოიყენოთ იმ შემთხვევებში, როდესაც პათოგენი რეზისტენტულია სხვა ფლუორქინოლონების მიმართ (კროს რეზისტენტობა).
გვერდითი ეფექტები:
ცხოველები კარგად იტანენ კუნთში ან კანქვეშა ინექციებს, თუმცა ინექციის ადგილზე შესაძლებელია ანთებითი ცვლილებების განვითარება, რომელსაც კლინიკური მნიშვნელობა არ გააჩნია.
დოზირება:
მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი: 2 მგ მარბოფლოქსაცინი/კგ სხეულის მასაზე (შეესაბამება 1 მლ Marbosan-100 სხეულის წონის ყოველ 50 კგ-ზე) დღეში ერთხელ კანქვეშა ან კუნთში ინექციით 3-5 დღის განმავლობაში. მწვავე მასტიტის მკურნალობა რეკომენდებულია 3 დღე კუნთში ინექციით. ღორი: 2 მგ მარბოფლოქსაცინი/კგ სხეულის მასაზე (შეესაბამება 1მლ Marbosan-100 სხეულის წონის ყოველ 50 კგ-ზე) დღეში ერთხელ კუნთში ინექციით 3 დღის განმავლობაში.
მოცდის პერიოდი:
მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი:
ხორცი და სუბპროდუქტები: 6 დღე.
რძე : 36 საათი.
ღორი: ხორცი და სუბპროდუქტები: 4 დღე.
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას!
მხოლოდ ვეტერინარული გამოყენებისათვის!
შეფუთვა:
ქარვისფერი II ტიპის მინის ფლაკონები, თითო 100 მლ, რეზინის საცობით და ალუმინის ჩაჩით, ინდივიდუალურ მუყაოს კოლოფში.
შენახვის პირობები:
მარბოსან-100-ს აქვს 3 წლიანი ვადა ბნელ ადგილას 25 0C ტემპერატურამდე შენახვის პირობებში. გახსნის შემდეგ შეინახეთ 25 0C ტემპერატურამდე ბნელ ადგილას და გახარჯეთ 4 კვირის განმავლობაში.
ფარმაკო-თერაპიული ჯგუფი და ATC ვეტერინარული კოდი:
სისტემური გამოყენების ანტიბაქტერიული საშუალებები; ფტორქინოლონები; ATC Vet code: QJ01MA93
იმპორტიორი და ექსკლუზიური დისტრიბუტორი საქართველოში:
„შპს ინვეტი“ მისამართი: ქ. თბილისი, ვახუშტი ბაგრატიონის 84ა, ტელ.: +995 32 2 25 19 66;
მწარმოებელი: Interchemie werken “De Adelaar” B.V. Metaalweg 8, 5804 CG Venray, The Netherlands