ინვეტ ჯგუფის ოფიციალური ვებ-გვერდი

მიკროკლოქსი EDC

₾5.00
მიმართულება : მესაქონლეობა
ბრენდი : კრიდაფარმ
პროდუქტის ტიპი : ანტიბიოტიკი
პროდუქტის ფორმა : შპრიცი
კოდი : 5944756700638

Microclox EDC

S.C. CRIDA PHARM S.R.L. / რუმინეთი

ცურშიდა გამოყენებისთვის განკუთვნილი სუსპენზია ძროხებისთვის

 

შემადგენლობა:

თითოეული 4.5 მლ. (3.6 გ) შპრიცი შეიცავს:

კლოქსაციკლინი ..................................... 600 მგ. (765,4 მგ კლოქსაცილინი ბენზათინი)

 

ჩვენებები:

რეკომენდირებულია ძროხებისთვის შეწყვეტილი ლაქტაციის პერიოდში, სარძევე ჯირკვლის ინფექციის სამკურნალოდ, სუბკლინიკური მასტიტის ჩათვლით და შეწყვეტილი ლაქტაციის პერიოდში ახალი ინფექციებისგან ხანგრძლივი დაცვის უზრუნველსაყოფად. ეფექტურია მასტიტის გამომწვევი გრამდადებითი ორგანიზმების წინააღმდეგ, რომელთა შორის არიან: Streptococcus agalactiae, Streptococcus dysgalactiae, Streptococcus uberis, პენიცილინის მიმართ მდგრადი და მგრძნობიარე სტაფილოკოკები, Arcanobaqterium pyogenes. კლოქსაცინს აქვს ბაქტერიციდული მოქმედება და არ ინაქტივირდება სტაფილოკოკური ბეტა-ლაქტამაზას მიერ. ამგვარად, ის აქტიურია პენიცილინის მიმართ რეზისტენტული სტაფილოკოკების წინააღმდეგ, რომლებიც წარმოადგენენ მასტიტის გამომწვევ მნიშვნელოვან მიზეზს. 

 

დოზირება და მიღების წესი:

მხოროდ ცურშიდა გამოყენებისთვის. თითო შპრიცი უნდა შეიყვანოთ ცურის მეოთხედში სარძევე ჯირკვლების კერტების გაწმენდისა და დეზინფექციისთანავე, რძის ბოლო გამოწველის შემდეგ გამოშრობამდე. 

 

მოცდის პერიოდი:

არ არის განკუთვნილი 42 დღის ან ნაკლები პერიოდით შეწყვეტილი ლაქტაციის მქონე ძროხებისთვის. ადამიანის მოხმარებისთვის განკუთვნილი რძის მიღება შეიძლება მოგებიდან მხოლოდ 96 საათის შემდეგ. თუ მშობიარობა ხდება ბოლო მკურნალობიდან 42 დღემდე ადრე, ადამიანის საკვებად გამოსაყენებელი რძე შეიძლება მიღებული იქნეს ბოლო დამუშავების 42-ე დღიდან + 96 საათი. ადამიანის საკვებად დაუშვებელია მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის დაკვლა დასაშვებია მხოლოდ ბოლო დამუშავებიდან 28 დღის შემდეგ. 

 

შეფუთვა:

დაბალი სიმკვრივის პოლიეთილენის შპრიცები. რომელიც შეიცავს 4.5 მლ. (3.6 გრ.) პროდუქტს. 

 

შენახვის პირობები:

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. არ შეინახოთ 25 С-ზე მაღალი ტემპერატურის პირობებში. დაუშვებელია წინამდებარე ვეტერინარული პრეპარატის გამოყენება ეტიკეტზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. 

ფასდაკლება