ინვეტ ჯგუფის ოფიციალური ვებ-გვერდი

ტერაციკლინი 300 LA 100 მლ. GLASS

₾21.50
მიმართულება : მეღორეობა
მესაქონლეობა
მეცხვარეობა
ბრენდი : კრიდაფარმ
პროდუქტის ტიპი : ანტიბიოტიკი
პროდუქტის ფორმა : სითხე
კოდი : 5944756701451

TERACICLIN LA 300

S.C. CRIDA PHARM S.R.L. / რუმინეთი

საინექციო ხსნარი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვისთვის, ცხვრისა და ღორისთვის

 

შემადგენლობა:

თითოეული მლ. შეიცავს:

აქტიური ნივთიერება:

ოქსიტეტრაციკლინი (ოქსიტეტრაციკლინის დიჰიდრატის სახით) .............. 300 მგ.

დამხმარე ნივთიერება:

ნატრიუმის ფორმალდეჰიდის სულფოქსილატი ...................................... 4მგ.

 

ჩვენებები:

გამოიყენება ოქსიტეტრაციკლინის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული ან მათთან დაკავშირებული მდგომარეობის სამკურნალოდ, მათ შორის: Bordetella Bronchiseptica, Actinomyces Pyogenes, Erysipelothrix rhusiopathiae, Pastaurella spp., Staphylococcus spp., Streptococcus spp., Certain Mycroplasma, Rickettsiae, protoyzoa, chlamydia.

 

სამიზნე ცხოველების სახეობები:

მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, ცხვარი და ღორი.

 

დოზირება და მიღების წესი:

ღრმა ინტრამუსკულური ინექცია. პროლონგირებული რესპირატორული ინფექციების მკურნალობის მიზნით ტერაციკლინის ორგანიზმის შეყვანა შესაძლებელია სტანდარტული დოზით ოქსიტეტრაციკლინის 20მგ/სხეულის მასის ერთ კგ-ზე, 3-4 დღის განმავლობაში ან მაღალი დოზით ოქსიტეტრაციკლინის 30მგ/სხეულის მასის ერთ კგ-ზე (აქტივობა ნარჩუნდება 5-6 დღის განმავლობაში). 

 

მსხვილფეხა პირუტყვი, ცხვარი და ღორი: 

სტანდარტული დოზა: ოქსიტეტრაციკლინის 20მგ/სხეულის მასის ერთ კგ-ზე (პროდუქტის 1მლ/სხეულის მასის 15კგ-ზე). 

მაღალი დოზა: ოქსიტეტრაციკლინის 30მგ/სხეულის მასის ერთ კგ-ზე (პროდუქტის 1მლ/სხეულის მასის 10კგ-ზე). 

 

მაქსიმალური რეკომენდირებული დოზა ერთ საინექციო ადგილზე:

  1. პირუტყვი - 15მლ.
  2. ღორი - 10მლ.
  3. ცხვარი - 5მლ.
  4. გოჭები (გოჭის ასაკის შესაბამისად, დღეებზე გათვლით) 

        1 დღე:    0.2 მლ.

        7 დღე:    0.3 მლ.

        14 დღე:  0.4 მლ.

        21 დღე:  0.5 მლ.

        21 დღეზე მეტი ასაკის შემთხვევაში: 1მლ/10 კგ. 

 

მოცდის პერიოდი:

ხორცი და სუბპროდუქტები:

20 მგ/კგ სხეულის მასაზე დოზის შემთხვევაში:

მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი და ცხვარი: 28 დღე.

ღორები: 14 დღე.

30 მგ/კგ სხეულის მასაზე დოზის შემთხვევაში:

მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი: 35 დღე.

ღორი და ცხვარი: 28 დღე.

დაუშვებელია ცხოველების დაკვლა მათი მკურნალობის პროცესში და ხორც-პროდუქტის ადამიანის კვების რაციონში გამოყენება. 

 

რძე:

პირუტყვი: 10 დღე

ცხვარი: 8 დღე

დაუშვებელია მკურნალობის პროცესში მყოფი ცხოველებიდან მიღებული რძის პროდუქტის გამოყენება ადამიანების კვების რაციონში. 

 

შეფუთვა:

100 მლ. და 250 მლ. I ტიპის ყავისფერი შუშის ფლაკონები, დახურული ბრომობუტილის კაუჩუკის საცობით და ალუმინის "flip-off" თავსახურით.  

 

შენახვის პირობები:

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. არ შეინახოთ 25 С-ზე მაღალი ტემპერატურის პირობებში. 

ფლაკონები შეინახეთ მეორეულ შეფუთვაში. დაიცავით სინათლის ზემოქმედებისგან.

დაუშვებელია ვეტერინარული პრეპარატის გამოყენება ეტიკეტზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

 

შენახვის ვადა:

შიდა შეფუთვის პირველი გახსნის შემდეგ 28 დღე.

 

ფასდაკლება