დელტატრიმი 5%
დავათი, საქართველო
მხოლოდ ვეტერინარული გამოყენებისთვის
მოყვითალო გამჭვირვალე სითხე
ექტოპარაზიტიციდები გარეგანი გამოყენებისთვის, მათ შორის ინსექტიციდები.
[ATC ვეტერინარული კოდი] QP53AC11 დელტამეტრინი
ფარმაკოლოგიური მოქმედება:
დელტამეტრინი არის სინთეზური პირეტროიდი, რომელსაც გააჩნია მკვეთრი ინსექტოაკარიციდული და რეპელენტური ეფექტი, ეფექტური საშუალებაა ქავილის გამომწვევი ტკიპების (Psoroptes, Sarcopies), იქსოიდისებრი ტკიპების (Boophilus, Haemaphis alts, Hyalomma, Ixodes, Rhipicephalus), სისხლის მწოველი მწერების, მათ შორის მაწუხელას (Pangonius, Heptatoma, Tabanus, Hybomitra, Atylotus), ბორა ბუზების (HypodermaOestrus, Rhinoestrus, Cephenomia), კოღოების (Aedes, Culex, Culiseta, Anopheles, Mansonia, Uranotaenia, Orthopodomyia), ქინქლების (Simuliidae), წურბელების (Melophagus ovinus) და ზოოფილური ბუზების (Haematobia irritans, Haematobia stimulans, Wohlfahrtia magnifica, Lype rosia titilans, Lyperosia irritans) წინააღმდეგ.
დელტამეტრინის მოქმედების მექანიზმი ემყარება ნერვული იმპულსების ნერვულ-კუნთოვანი გადაცემის ბლოკირებას პერიფერიული ნერვული კვანძების დონეზე, რაც იწვევს ცენტრალური ნერვული სისტემის უკონტროლო აქტივობას და ექტოპარაზიტების სიკვდილს.
ჩვენებები:
გამოიყენება როგორც გასაბანი ან სპრეის ხსნარი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის, თხის, ცხვრისა და ღორის ექტოპარაზიტული ინვაზიების (მუნის (ქეცის) გამომწვევი ტკიპა, ტილი, მკბენარა ბუზი და ცხვრის ბუზარა) პროფილაქტიკისთვისა და სამკურნალოდ.
გამოყენების მეთოდები:
სპრეის საშუალებით პარაზიტების მკურნალობა
დელტატრიმის რაოდენობა 5 ლიტრ წყალზე
მუნის ტკიპები ----------------------------- 5,0 მლ
ტილები / ცხვრის ბუზარები --------------- 1.25 მლ
ტკიპები / ბუზები ------------------------- 2.5 მლ
გაბანვით მკურნალობა
დელტატრიმის რაოდენობა 100 ლიტრ წყალზე
დოზირება განმეორებითი დოზირება
მუნის ტკიპები ------------------------------ 100მლ. 150მლ.
ტილები / ცხვრის ბუზარები ---------------- 25მლ. 37.5მლ.
ტკიპები / ბუზები -------------------------- 50მლ. 75მლ.
სიფრთხილის ზომები გაბანვით მკურნალობის დროს
გაბანვით მკურნლობა ტარდება მშრალ, გრილ ამინდში. პროცედურის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 30-40 წამს. აუზიდან გასვლის შემდეგ ცხოველს 10-15 წუთის განმავლობაში აჩერებენ სპეციალურ პლატფორმაზე ემულსიის დასაწრეტად.
მკურნალობის სიხშირე:
მუნის ტკიპები: ორჯერადი მკურნალობა 10 დღის ინტერვალით მუნის ტკიპის შემთხვევაში.
ტილები: საკმარისია ერთჯერადი მკურნალობა.
ტკიპები და ბუზები: პირველი ორჯერადი მკურნალობა ჩატარდება 15 დღის შუალედით, შემდეგი ინტერვალი დამოკიდებულია ხელახალ ინვაზიაზე.
მფრინავი მწერები: მკურნალობა, როგორც წესი, უზრუნველყოფს დაცვას 6-დან 8 კვირამდე.
განზავება გაბანვისთვისა და სპრეისთვის: წაიკითხეთ მოცემული ინსტრუქციები.
სიფრთხილის ზომები/უკუჩვენებები/გვერდითი მოვლენები/ორგანიზმიდან გამოსვლის პერიოდი/შენახვა: გამოყენებამდე ყურადღებით წაიკითხეთ ინსტრუქცია.
სიფრთხილის ზომები გამოყენებისას:
პროდუქტი კლასიფიცირებულია, როგორც სახიფათო. დამუშავებისას საჭიროა უსაფრთხოებისა და ჰიგიენისთვის განკუთვნილი ზომების დაცვა. გამოყენებამდე ყურადღებით გაეცანით უსაფრთხოების ზომებს.
არ მიიღოთ საკვები, არ დალიოთ ან არ მოწიოთ უშუალოდ პროდუქტის გამოყენების დროს.
დაიბანეთ ხელები სამუშაოს დასრულების შემდეგ.
მოერიდეთ კანთან, თვალებთან და ლორწოვან გარსებთან კონტაქტს.
ატარეთ ხელთათმანები, კომბინეზონები ან გრძელსახელოებიანი ფორმა და თავსაფარი პროდუქტის გამოყენებისას ან ახლახან ნამკურნალებ ცხოველებთან მუშაობისას.
გამოიცვალეთ დაბინძურებული ტანსაცმელი და გარეცხეთ ხელახალ გამოყენებამდე.
კანთან კონტაქტის შემთხვევაში, ღია ნაწილები კარგად ჩამოიბანეთ წყლით და საპნით.
თვალის ან ლორწოვანი გარსის კონტაქტის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ ჩამოიბანეთ კარგად წყლით.
პროდუქტის ან მისი რომელიმე კომპონენტის მიმართ ცნობილი ჰიპერმგრძნობელობის მქონე ადამიანებმა უნდა მოერიდონ პროდუქტთან კონტაქტს. თუ პროდუქტის გამოყენების შემდეგ თავს ცუდად გრძნობთ, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.
შემთხვევით გადაყლაპვისას, დაუყოვნებლივ გამოივლეთ პირში წყლი და მიმართეთ ექიმს.
უკუჩვენებები
არ გამოიყენოთ აქტიური ნივთიერების ან რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ ცნობილი ჰიპერმგრძნობელობის შემთხვევაში.
არ გამოიყენოთ ცხოველებში კანის ფართო დაზიანებით.
გვერდითი მოვლენები
დისკომფორტის უმნიშვნელო ნიშნები მკურნალობიდან 48 საათის განმავლობაში.
მოცდის პერიოდი(ები)
ხორცი: 5 დღე
რძე: 24 საათი
შენახვა:
შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისგან დაცულ, კარგად ვენტილირებად ადგილას.
კონტეინერების განადგურება:
სამჯერ გარეცხეთ გამდინარე წყალში. შემდეგ გადაეცით გადასამუშავებლად ან გასაახლებლად ან თუ ნებადართულია სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების მიერ გადააგდეთ სანიტარულ ნაგავსაყრელზე.
მოსალოდნელი საფრთხეები გამოყენებისას
პროდუქტი საფრთხის შემცველია ფუტკრებისთვის. მოერიდეთ გამოყენებას ფუტკრების ირგვლივ. სითხე შეასხურეთ აკვაკულტურისგან მოშორებით და სასხურებელი მექანიზმები არ გარეცხოთ აუზში.
შენახვის ვადა:
2 წელი
შეფუთვა:
1000 მლ.