დღესდღეობით, In-OVO ვაქცინაცია არის ყველაზე მიღებული და გამოყენებადი ვაქცინაციის მეთოდი მეფრინველეობის ინდუსტრიაში. ამ მეთოდს იყენებს მსოფლიოში არსებული მეფრინველეობის ფერმების უმეტესობა( მაგალითისთვის აშშ-ში არსებული საფრინველეების 96%-ი, იყენებს In-OVO ვაქცინაციას ),რადგან მრავალი კველევბის მეშვეობით დადასტურდა ამ მეთოდის უპირატესობა, სხვა ვაქცინაციის მეთოდებთან შედარებით.

In-OVO ვაქცინაციის აპარატის გამოყენება კომპლექსური პროცესია, რომელიც მოიცავს წიწილის ემბრიონალური განვითარების პროცესის ცოდნას თუ ინკუბაციის რომელ დღეს და რომელ შრეში უნდა მოხდეს ვაქცინის ინექცია. ოპტიმალური დრო In-OVO ვაქცინაციისა არის ემბრიონის განვითარების 17.5-19.2 დღეები(წიწილას, თავი აქვს მარჯვენა ფრთის ქვეშ, ხოლო ყვითრის პარკი იწყებს წიწილის მუცლის ღრუში გადასვლას), ხოლო რელევანტური ინექციის ადგილებია: ამნიონის ღრუ და ემბრიონის სხეული. აქედან გამომდინარე, პოსტ-ვაქცინალური რეაქციები არ შეიმჩნევა, ხოლო წიწილების გამოჩეკვის კოეფიციენტი არის მაქსიმალური. უფრო ადრე ან გვიან ვაქცინირებულ წიწილებში, ასევე ,კვერცხის ინექცია სხვა შრეებში, იწვევს სკივდილიანობას და იმუნური რეაქციების არასრულფასოვნებას.

ბოლო დროის განმავლობაში, ემბრიონის In-OVO ინექცია გახდა მნიშვნელოვანი ვაქცინაციის მეთოდი,რომელიც გამოიყენება ინფექციური დაავადებების პრევენციისთვის. მეფრინველეობის ვაქცინების მწარმოებელი კომპანიების რეკომენდაციით, ახალი თაობის ვაქცინების( Transmune IBD, Vectormune ND, VAXXITEK HVT+IBD…) გამოყენება, ზემოხსენებული უპირატესობებიდან გამომდინარე, უმჯობესია მოხდეს In-OVO ვაქცინაციის მეთოდით, რათა თავიდან ავიცილოთ 1 დღიან წიწილებში სტრესის განვითარება და ხელი შევუწყოთ ადრეული იმუნიტეტის ჩამოყალიბებას.