კომპანიის შესახებ

კომპანია ინვეტი ვეტერინარიის დარგში მოღვაწე  ლიდერი კომპანიაა, რომელიც ქართულ ბაზარზე მოღვაწეობის 16 წელს ითვლის.

 

კომპანიის მოღვაწეობა იწყება 2001 წლიდან, როდესაც დაარსდა  მეცხოველეობის მომსახურეობის ცენტრი. დაარსების დღიდან კომპანია ექსკლუზიურად ახდენს უახლესი ევროპული სტანდარტის ვეტერინარული პროდუქციის იმპორტსა და რეალიზაციას. კომპანიამ სწრაფად მოიპოვა უპირატესობა  ბაზარზე  მაღალი დონის ვეტერინარული მომსაურების მიწოდებით, ინოვაციური მიდგომებითა და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვით და სულ რაღაც 3 წელიწადში შესძლო 3 სერვის ცენტრის გახსნა და სადისტრიბუციო ქსელის შექმნა.

 

2005 წლიდან კომპანია „ინვეტი“ პარტნიორობას იწყებს ფარმაცევტულ კომპანიასთან „დავათი“.  შედეგად  ბაზარზე ჩნდება ადგილობრივი წარმოების ახალი პროდუქტი – ვეტერინარული პრეპარატები. „ინვეტი“–სა და „დავათი“–ს მიერ წარმოებული პროდუქცია დამზადებულია ჰოლანდიურ ნედლეულზე, რის გამოც გამოირჩევა მაღალი ხარისხითა და ეფექტურობით. ამჟამად შემუშავებულია და წარმოებულია 50–ზე მეტი დასახელების ვეტეირნარული მედიკამენტი, რომელიც მოთხოვნადია არა მარტო ადგილობრივ ბაზარზე, არამედ წარმატებით გადის ექსპორტზეც.

 

2006–2010 წლებში იზრდება ევროპელ პარტნიორთა რიცხვი და „ინვეტი“ ხდება არაერთი  წამყვანი საერთშორისო ვეტერინარული კომპანიის ექსკლუზიური წარმომადგენელი საქართველოში. მათ რიგებს განეკუთვნება:  CEVA (საფრანგეთი), Interchemie (ჰოლანდია), Biochek (ჰოლანდია), Biomin (ავსტრია), Hipra(ესპანეთი) და სხვა.

 

2010 წელს კომპანიამ მოახდინა რებრენდინგი და განახლებული სახელით, სანდო იმიჯითა და ძლიერი გუნდით წარსდგა მომხმარებლის წინაშე.

 

2014 წელს მოხდა კომპანიის საქმიანობის დივერსიფიცირება და ჩამოყალიბდა როგორც „ინვეტ ჯგუფი“, რომელიც აერთიანებს შემდეგ მიმართულებებს:

  1. „ინვეტ პროდუქტი“ (ვეტერინარული პროდუქცია)
  2. „ინვეტ სერვისი“ (ვეტერინარული მომსახურება/თანამედროვე ტექნოლოგიები)
  3. „ინვეტ ფიდი“ (კომბინირებული საკვებისა და საკვებდანამატების წარმოება)
  4. „ინვეტ ზოო“ (ზოო პროდუქცია და მომსახურება)

 

დღეისათვის კომპანია ფლობს 8 ფილიალს და 3 საწყობს საქართველოს რეგიონებში, სათაო ოფისს თბილისში და სადისტრიბუციო ქსელს, რომელიც ფარავს სრულიად საქართველოს.

 

„ინვეტი“ მომხმარებელს სთავაზობს პროდუქციის ფართო სპექტრს: ანტიბაქტერიული, ანტიპარაზიტული, ვაქცინები, ვიტამინები, მინერალები, სადეზინფექციო  საშუალებები,   ცხოველთა და  ფრინველთა ბალანსირებული კვებას,  საკვებიდანამატებს  და  ზოოპროდუქციას.

 

2015 წლიდან კომპანია ფლობს ISO 9001-2008 ხარისხის მართვის საერთაშორისო სერთიფიკატს, რაც უზრუნველყოფს კომპანიის მართვის ეფექტურობას. ამავე პერიოდში „ინვეტი“ გაზრდილი გუნდით უზრუნველყოფს რა კადრებისთვის სასიამოვნო და კომფორტული სამუსაო გარემოს შექმნას. „ინვეტი“ თავის სფეროში ერთ–ერთი საუკეთესო დამსაქმებელია. იგი მუდმივად ზრუნავს როგორც კადრების განვითარებასა და წინსვლაზე, ასევე ორგანიზაციული სტრუქტურის სრულყოფაზე.

 

კომპანია აქტიურად სარგებლობს სახელმწიფოს თანადგომით და 2016 წლიდან იღებს ახალ მიმართულებას წარმოების დარგში. „აწარმოე საქართველოში“ პროექტისა და სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს „გადამამუშავებელ და შემნახველ საწარმოთა თანადაფინანსების“ პროექტის ფარგლებში კომპანიამ შექმნა ადგილობრივი წარმოება  ქ. მცხეთაში ააშენა ფრინველებისა და ცხოველების მაღალხარისხიანი სრულფასოვანი ბალანსირებული საკვების დამამზადებელი მაღალტექნოლოგიური ქარხანა, სადაც  წარმოება მიმდინარეობს HACCP–ის სისტემის მოთხოვნების შესაბამისად.

 

კომპანია აგრძელებს ყოველ წლიურად ზრდას და ბევრ საინტერესო სიახლეს პირდება მომხმარებელს.