ვეტერინარული პრეპარატი „დაქსოფენი 900“
დავათი,საქართველო
სავაჭრო დასახელება:
დაქსოფენი 900
DAXOFEN 900
წამლის ფორმა:
1500 მგ-იანი პერორალური ტაბლეტი
აღწერა:
ყვითელი ფერის მრგვალი ფორმის ტაბლეტები ბრტყელი ზედაპირით, გარსის გარეშე. ცალ მხარეს გამყოფი ჭდით, მეორე მხარეს მწარმოებლის ლოგოს აღნიშვნით
გენერიკული (საერთაშორისო არაპატენტირებული) დასახელება:
Oxfendazole, Oxyclozanide
შემადგენლობა:
ერთი ტაბლეტი შეიცავს
აქტიური სუბსტანცია: ოქსფენდაზოლი 450 მგ
ოქსიკლოზანიდი 450 მგ
ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ანტიჰელმინთური საშუალება.
ATC vet code: QP52AC52 – ოქსფენდაზოლი კომბინაციები
ფარმაკოლოგიური მოქმედება:
ოქსფენდაზოლი წარმოადგენს ბენზიმიდაზოლის კარბამატის წარმოებულს, ახასიათებს ფართო სპექტრის მოქმედება. სხვა ბენზიმიდაზოლების მსგავსად, ოქფენდაზოლს ახასიათებს პარაზიტების ენერგომეტაბოლიზმის ინჰიბირება ფერმენტ ფუმარარედუქტაზას მოქმედების ბლოკირების ხარჯზე. ხდება ადენოზინტრიფოსფორმჟავას ჰიდროლის ბლოკირება განაპირობებს ენერგიით უზრუნველოფის შეფერხებას, რაც თავის მხრივ იწვევს ჰელმინთების სიკვდილს და ორგანიზმიდან გამოდევნას.
ოქსიკლოზანიდი სალიცილამიდის ჯგუფის ანტიჰელმინთური საშუალებაა, ეფექტურია უმწიფარი და ზრდასრული პარაზიტული ფორმების მიმართ. ოქსიკლოზანიდის მოქმედების მექანიზმი დაფუძნებულია ჟანგვითი ფოსფოლირებადი ციკლის დარღვევასა და ატფ-დონის შემცირებასთნ. აქედან გამომდინარე ჰელმინთების უჯრედებში ხდება მეტაბოლური პროცესების დარღვევა, რაც საბოლოო ჯამში იწვევს მათ სიკვდილს.
ფარმაკოკინეტიკა:
პრეპარატის პერორალურად მიღებისას სისხლის პლაზმაში ოქსფენდზოლი მაქსიმალურ კონცენტრაციას აღწევს 6 საათის, ხოლო ოქსიკლოზანიდი 24 სააათის განმავლობაში. მოქმედი ნივთიერებებისა და მათი მეტაბოლიტების გამოყოფა ორგანიზმიდან ხდება შარდთან და განავალთან ერთად.
ჩვენება:
გამოიყენება მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის, ცხვრის, თხის სადეჰელმინთიზაციოდ შემდეგი დაავადებების დროს: კუჭ-ნაწლავის სისტემის ჰელმინთოზები Haemonchus contortus, Ostertagia ostertagi, Trichostrongylus, Nematodirus spp., Cooperia spp., Oesophagostomum spp., Trichuris spp. Dictyocaulus spp., Moniezia spp.
ღვიძლის ტრემატოდა: Fasciola hepatica, Fasciola gigantica. პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი ორი ფართო სპექტრის ანტიჰელმინთური ნივთიერების კომბინაცაია უზრუნველყოფს სამიზნე სახეობების სრულ დეჰელმინთიზაციას.
მიღების წესი და დოზირება:
პრეპარატი ეძლევა პერორალურად, ინდივიდუალურად.
მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, ცხვარი, თხა - ფასციოლოზის, დიკროცელიოზის, პარამფისტომატოზის დროს - 1 ტაბლეტი 50 კგ ცოცხალ წონაზე. ცესტოდების შემთხვევაში 1 ტაბლეტი 60 კგ ცოცხალ წონაზე.
მასიური მკურნალობის დაწყებამდე, ხდება პრეპარატის წინასწარი ტესტირება თითოეული სახეობის ცხოველთა მცირე ჯგუფებში. გართულებების არსებობის შემთხვევაში, პრეპარატის გამოყენება უნდა შეწყდეს მოცემული სახეობისათვის.
გვერდითი მოვლენები:
გვერდითი მოვლენები და გართულებები „დაქსოფენ 900“-ის ინსტრუქციის შესაბამისად გამოყენებისას არ ვლინდება.
ჭარბი დოზირებისას შესაძლებელია განვითარდეს დიარეა, ხშირი დეფეკაცია და შარდვა. ჰიპოტენზია, რომელიც გაივლის პრეპარატის მიღების შეწყვეტიდან 1-2 საათის შემდეგ.
უკუჩვენებები:
პრეპარატი არ გამოიყენება ღვიძლის უკმარისობის მქონე ცხოველებში, მაკეობის პირველ მესამედში და მშობიარობამდე ერთი თვით ადრე.
პრეპარატის აქტიური კომპონენტების მიმართ ცხოველის ინდივიდუალური მგრძნობელობის მომატებისას ან/და ალერგიული რეაქციების გამოვლენისას, მისი გამოყენება წყდება.
მოცდის პერიოდი:
ხორცი - 14 დღე
რძე - 4 დღე
განსაკუთრებული მითითებები (უსაფრთხოების ზომები):
„დაქსოფენ 900“-თან მუშაობისას დაცული უნდა იქნას პირადი ჰიგიენისა და უსაფრთხოების ზოგადი წესები, რომელიც გათვალისწინებულია ვეტერინარულ პრეპარატებთან მუშაობის დროს.
გამოშვების ფორმა:
ტაბლეტი N100 მოთავსებული პოლიმერული მასალის ფლაკონში
შენახვის პირობები:
ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ, ბავშვებისთვის მუწვდომელ ადგილას, ოთახის ტემპერატურაზე.
ვარგისიანობის ვადა:
3 წელი.
მწარმოებელი ქვეყანა:
საქართველო
მწარმოებელი კომპანია:
შ.პ.ს. „დავათი“
ქ. თბილისი, გრ.ხანძთელის ქ.№10.