ინვეტ ჯგუფის ოფიციალური ვებ-გვერდი

მიკროტილი 300

₾123.00
მიმართულება : მეღორეობა
მესაქონლეობა
მეფრინველეობა
ინდაური
ბრენდი : დავათი
პროდუქტის ტიპი : ანტიბაქტერიული
პროდუქტის ფორმა : ბოლუსი
კოდი : 4860115260753

ვეტერინარული პრეპარატი „მიკროტილი 300“

ანოტაცია


სავაჭრო დასახელება: 
მიკროტილი 300

 

წამლის ფორმა: პერორალური ხსნარი

 

აღწერა: ყვითელი ფერის გამჭვირვალე ხსნარი

 

შემადგენლობა:

პრეპარატის 1 მლ შეიცავს

აქტიური სუბსტანცია: ტილმიკოზინი  300 მგ

 

ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

სისტემური გამოყენების ანტიბაქტერიული საშუალება

ATC vet code: QJ01FA91 - ტილმიკოზინი

 

ფარმაკოლოგიური მოქმედება:

ტილმიკოზინი არის ფართო სპექტრის ნახევრად სინთეზური ბაქტერიოციდული მაკროლიდური ანტიბიოტიკი. ტილმიკოზინი უპირატესად ეფექტურია Mycoplasma spp., Heamophilus spp., Corynebacterium spp სახეობის მიკროორგანიზმების წინააღმდეგ. ტილმიკოზინი გავლენას ახდენს ბაქტერიული ცილის სინთეზზე 5OS რიბოსომული ქვეერთეულების შეკავშირების გზით.

პერორალური მიღების შემდეგ, ტილმიკოზინი ძირითადად გამოიყოფა ნაღვლის გზით განავალში, მცირე ნაწილი შარდის სახით.

 

ჩვენება:

„მიკროტილი 300“ პერორალური ხსნარი გამოიყენება ტილმიკოზინის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმების (Mycoplasma spp., Pasteurella multocid, Actinobacillus pleuropneumoniae, Actinomycesspyogenes da mannheimia heamolytica) მიერ გამოწვეული სასუნთქი გზების ინფექციური დაავადებების სამკურნალოდ ხბოში, ღორში, ქათმში და ინდაურში.

 

გამოყენების წესი:

„მიკროტილი 300“ სამიზნე სახეობებს ეძლევა პერორალურად სასმელ წყალთან ერთად.

ხბო - პრეპარატის 1 მლ 20 - 30 კგ ცოცხალ წონაზე სასმელ წყალთან ერთად დღეში ორჯერ 3 – 5 დღის განმავლობაში.

ღორი - პრეპარატის 800 მლ იხსნება 1000 ლიტრ სასმელ წყალში, მკურნალობის ხანგრძლივობა 5 დღე

ქათამი, ინდაური - პრეპარატის 300 მლ იხსნება 1000 ლიტრ სასმელ წყალში, მკურნალობის ხანგრძლივობა 3 დღე.

ყოველდღიურად უნდა მომზადდეს პრეპარატის ახალი წყალხსნარი. დაუშვებელია წინა დღეს მომზადებული წყალხსნარის გამოყენება

 

უკუჩვენებები:

ტილმიკოზინის მიმართ მომატებული მგრძნობელობა ან რეზისტენტობა.

„მიკროტილი 300“ არ გამოიყენება სხვა მაკროლიდებთან ან ლინკოზამიდებთან ერთად.

არ გამოიყენება კვერცმდებელ ფრინველებში.

მაკეობისა და ლაქტაციის პერიოდში გამოიყენება მხოლოდ ვეტერინარის მიერ რისკის/სარგებლის შეფასების შემდეგ.

 

გვერდითი მოვლებები:

ზოგიერთ შემდთხვევაში შეიძლება გამოიწვიოს წყლის მიღების შემცირება.

 

ლოდინის პერიოდიხორცი - 40 დღე (ხბო)

                                        12 დღე (ღორი)

                                        10 დღე (ქათამი)

                                        18 დღე (ინდაური)

 

შენახვის პირობები:

ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, ოთახის ტემპერატურაზე

 

გამოშვების ფორმა:

1000  მლ პეროორალური ხსნარი მოთავსებული თეთრი ფერის მაღალი სიმკვრივის პოლიეთილენის ბოთლში

 

ვარგისიანობის ვადა:

3   წელი.

 

მწარმოებელი ქვეყანა:

საქართველო

 

მწარმოებელი კომპანია:

შ.პ.ს. „დავათი“

ქ. თბილისი, გრ.ხანძთელის ქ.№10.

ფასდაკლება