Macrotyl 250 Oral
Interchemie, ნიდერლანდები
პერორალური დანიშნულების ხსნარი - მხოლოდ ვეტერინარული გამოყენებისთვის
შემადგენლობა:
თითოეული მლ შეიცავს:
ტილმიკოზინი (ტილმიკოზინ ფოსფატის სახით)............................................... 250 მგ.
კლინიკური ფარმაკოლოგია:
ტილმიკოზინი არის ფართო სპექტრის ნახევრადსინთეზური ბაქტერიციდული მაკროლიდური ანტიბიოტიკი, რომელიც სინთეზირებულია ტილოზინისგან. იგი ეფექტურია ისეთი მიკრობების წინააღმდეგ, როგორიცაა Mycoplasma spp., Pasteurella spp. და Haemophilus spp. და აგრეთვე Corynebacterium spp. ითვლება, რომ ის გავლენას ახდენს ბაქტერიული ცილის სინთეზზე 50S რიბოსომურ ქვედანაყოფებთან შეკავშირების გზით. აღინიშნა ჯვარედინი რეზისტენტობა ტილმიკოზინსა და სხვა მაკროლიდურ ანტიბიოტიკებს შორის. პერორალური მიღების შემდეგ, ტილმიკოზინი გამოიყოფა ძირითადად ნაღვლის საშუალებით განავალში, მცირე ნაწილი კი შარდით.
სამიზნე სახეობები:
ხბო, ღორი, ქათამი, ინდაური.
ჩვენებები:
განკუთვნილია ხბოს, ქათმის, ინდაურისა და ღორის რესპირატული ინფექციების სამკურნალოდ, რომლებიც გამოწვეულია ტილმიკოზინის მიმართ მგრძნობიარე მიკრო-ორგანიზმებით, როგორიც არის მიკოპლაზმას სხ/სხ სახეობები, პასტერელა მულტოციდა, პლევროპნევმონიის აქტინობაცილები, აქტინომიცეტები პიოგენური და მანჰემია ჰემოლიტიკა.
დოზირება:
პერორალური გამოყენებისათვის.
ხბო : 1 მლ. სხეულის წონის ყოველ 20 კგ-ზე (ხელოვნურ) რძეში, 2-ჯერ დღეში, 3-5 დღის განმავლობაში.
ფრინველი : 300 მლ. სასმელი წყლის 1000 ლიტრზე (75 ppm), 3 დღის განმავლობაში.
ღორი : 800 მლ. სასმელი წყლის 1000 ლიტრზე (200 ppm), 5 დღის განმავლობაში.
შენიშვნა: სამკურნალო სასმელი წყალი ან (ხელოვნური) რძე უნდა მომზადდეს ყოველ 24 საათში. იმისათვის, რომ უზრუნველყოფილ იქნას სწორი დოზირება, პროდუქტის კონცენტრაცია უნდა დარეგულირდეს წყლის ფაქტობრივი მიღების შესაბამისად.
წინააღმდეგჩვენებები:
ტილმიკოზინის მიმართ ჰიპერმგრძნობელობა ან რეზისტენტობა.
სხვა მაკროლიდების ან ლინკოსამიდების ერთდროული მიღება.
აქტიური მიკრობული მონელების პროცეში გამოყენება ან ცხენსა და თხაში დანიშვნა.
პარენტერალური შეყვანა, განსაკუთრებით ღორში.
გამოყენება სასურსათო დანიშნულების ცხოველებში, ასევე 1ფრინველებში, რომლებიც აწარმოებენ კვერცხს ადამიანის მოხმარებისთვის.
მაკეობისა და ლაქტაციის პერიოდში გამოიყენეთ მხოლოდ ვეტერინარის მიერ რისკი/სარგებლის შეფასების შემდეგ.
გვერდითი მოვლენები:
ზოგჯერ ტილმიკოზინით მკურნალობისას აღინიშება წყლის ან (ხელოვნური) რძის მიღების დროებითი შემცირება.
მოცდის პერიოდი:
ხორცი:
ხბო : 42 დღე.
ქათამი : 12 დღე.
ინდაური : 19 დღე.
ღორი : 14 დღე.
არ გამოიყენოთ ფრინველში, რომელთა კვერცხი გამოიყენება ადამიანის საკვებად.
განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები და გაფრთხილებები:
არ გამოიყენოთ ჰიპერმგრძნობელობის ან რეზისტენტობის შემთხვევაში.
არ გამოიყენოთ სხვა მაკროლიდებთან ან ლინკოსამიდებთან კომბინაციაში.
დაუშვებელია გამოყენება ცხენსა და თხაში.
არ შეიძლება პარენტერალური შეყვანა, განსაკუთრებით ღორში.
დაუშვებელია გამოყენება სასურსათო დანიშნულების ცხოველებში, ასევე ფრინველებში, რომლებიც აწარმოებენ კვერცხს ადამიანის მოხმარებისთვის.
მაკეობისა და ლაქტაციის პერიოდში გამოიყენეთ მხოლოდ ვეტერინარის მიერ რისკი/სარგებლის შეფასების შემდეგ.
შენახვის პირობები:
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას!
მაკროტილ-250 ვარგისია 3 წლის განმავლობაში, სინათლისგან დაცულ ადგილას, ოთახის ტემპერატურაზე (15-25 °C) შენახვის პირობებში. სასმელი წყალი, რომელშიც გახსნილია პრეპარატი ვარგისია 24 საათის განმავლობაში 25 °C-ზე დაბალ ტემპერატურაზე შენახვისას.
ფარმაკო-თერაპიული ჯგუფი და ATC ვეტერინარული კოდი:
სისტემური მოქმედების ანტიბაქტერიული საშუალებები, მაკროლიდები.
ATC vet code:
QJ01FA91;
იმპორტიორი და ექსკლუზიური დისტრიბუტორი საქართველოში „შპს ინვეტი“ მისამართი: ქ. თბილისი, ვახუშტი ბაგრატიონის 84ა, ტელ.: +995 32 2 25 19 66;
მწარმოებელი: Interchemie werken “De Adelaar” B.V. Metaalweg 8, 5804 CG Venray, The Netherlands