ინვეტ ჯგუფის ოფიციალური ვებ-გვერდი

ინტრაკოქსი ორალი

₾100.00
მიმართულება : მეფრინველეობა
ბრენდი : ინტერქიმია
პროდუქტის ტიპი : კოქციდიოსტატიკი
პროდუქტის ფორმა : სითხე
კოდი : 8718692824614

Intracox Oral

Interchemie, ნიდერლანდები

კოქციდიოსტატიკი პერორალური გამოყენებისათვის

 

პროდუქტის დასახელება: ინტრაკოქს ორალი

 

ფარმაცევტული ფორმა: ხსნარი პერორალური მიღებისთვის 100 მლ.

 

1 მლ შეიცავს: ტოლტრაზურილი ..................................... 25.0 მგ.

 

ფარმაკოლოგიური თვისებები ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:

ანტიპროტოზოური საშუალებები; კოკციდიოზის საწინააღმდეგო ტრიაზინები. ATC vet კოდი: QP51BC01 ტოლტრაზურილი არის კოკციდიის საწინააღმდეგო ტრიაზინეტრიონის ჯგუფის წარმომადგენელი, აქტიურია Eimeria spp-ს წინააღმდეგ. ტოლტრაზურილი იწვევს კოკციდიაში წვრილი სტრუქტურის ცვლილებებს განვითარების სტადიებზე. ეს ძირითადად გამოწვეულია ენდოპლაზმური რეტიკულუმის და გოლჯის აპარატის შეშუპებით, პერინუკლეარული სივრცის ანომალიური ცვლილებებით და უჯრედების გაყოფის დარღვევით. ტოლტრაზურილი იწვევს პარაზიტებში სუნთქვის ჯაჭვის ფერმენტების აქტივობის დაქვეითებას. სამიზნე სახეობები ქათმები და ინდაურები. ჩვენებები ქათმებსა და ინდაურებში კოკციდიოზის სამკურნალოდ. ეფექტურია შემდეგი კოკციდიების წინააღმდეგ: ქათმები: Eimeria acervulina, E. brunetti, E. maxima, E. mitis, E. necatrix, E. tenella. ინდაურები: E. adenoides, E. meleagrimititis. უკუჩვენებები 18 არ გამოიყენოთ აქტიური ნივთიერების ან რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ ჰიპერმგრძნობელობის დროს. არ გამოიყენოთ ფრინველებში, რომელთა კვერცხი განკუთვნილია ადამიანის საკვებად. არასასურველი ეფექტები ცნობილი არ არის. განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები პრეპარატის გამოყენების დროს სასმელი წყლის განზავებამ, რომელიც შეიცავს 1 მლ-ზე ნაკლებ ინტრაკოქს ორალს (Intracox Oral), შეიძლება გამოიწვიოს ნალექის წარმოქმნა. მაკეობისა და ლაქტაციის პერიოდში გამოყენება არ გამოიყენოთ ფრინველებში რომელთა კვერცხი ადამიანის მოხმარებისთვის არის განკუთვნილი. ურთიერთქმედება ანტიბიოტიკებთან კომბინაციამ შეიძლება გამოიწვიოს წყლის მიღების შემცირება ინდაურებში. ინტრაკოქს ორალი ხელს არ უშლის კოქციდიოზის მიმართ იმუნიტეტის განვითარებას. რეკომენდაციები დოზირებასა და გამოყენების მეთოდ(ებ)ის შესახებ სასმელ წყალთან ერთად პერორალური გამოყენებისთვის. 100 მლ 100 ლიტრ სასმელ წყალში (25 ppm) უწყვეტი მიღებით 48 საათის განმავლობაში. ან 300 მლ 100 ლიტრ სასმელ წყალში (75 ppm) დღეში 8 საათის განმავლობაში ზედიზედ 2 დღის განმავლობაში. აღნიშული შეესაბამება ტოლტრაზურილის შემდეგ დოზას- 7 მგ სხეულის მასის კგ-ზე დღეში, ზედიზედ 2 დღის განმავლობაში.

 

შენიშვნა:  მოახდინეთ იმის უზრუნველყოფა, რომ სამკურნალო სხნარი თერაპიის პროცესში იყოს სითხის მიღების ერთადერი საშუალება. დოზის გადაჭარბება რეკომენდებული დოზის გადაჭარბების შემთხვევაში, შეიძლება განვითარდეს წყლის ათვისების შემცირება. სპეციალური გაფრთხილებები ცნობილი არ არის.

 

ორგანიზმიდან გამოსვლის დრო - ხორცი:

ქათამი: 18 დღე.

ინდაური: 21 დღე.

 

პრეპარატი არ უნდა გამოიყენოთ იმ ფრინველებში, რომელთა კვერცხი სასურსათო დანიშნულებისაა. განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები, რომელიც უნდა იქნას მიღებული იმ პირის მიერ, რომელიც ახორციელებს პრეპარატის გამოყენებას. შესაძლო სენსიბილიზაციის გამო, გამოყენებისას თავიდან უნდა იქნას აცილებული პრეპარატის პირდაპირი კონტაქტი კანთან.

 

შეუთავსებლობა:

არ შეურიოთ სხვა ვეტერინარული პრეპარატები ინტრაკოქს ორალის შემცველ სასმელ წყალში.

 

შენახვის ვადა:

ინტრაკოქს ორალის (INTRACOX ORAL) შენახვის ვადაა 3 წელი, სინათლისგან დაცულ ადგილას და 25°C-ზე დაბალი ტემპერატურის პირობებში შენახვის შემთხვევაში. 19 პირველი გახსნის შემდეგ, ინტრაკოქს ორალის (INTRACOX ORAL) შენახვის ვადაა 90 დღე, იმ შემთხვევაში თუ პრეპარატი ინახება ბნელ ადგილას და 25°C-ზე დაბალი ტემპერატურის პირობებში. განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები პრეპარატის შენახვისთვის პრეპარატი შეინახეთ ბნელ ადგილას 25°C-ზე დაბალი ტემპერატურის პირობებში.

 

კონტეინერის სახეობა და შემადგენლობა: 1000 მლ მაღალი სიმკვრივის პოლიეთილენის (HDPE) პლასტმასის ბოთლები, დახურული HDPE ხრახნიანი მაღალი სიმკვრივის პოლიეთილენის თავსახურით.

 

იმპორტიორი და ექსკლუზიური დისტრიბუტორი საქართველოში:  „შპს ინვეტი“

 

მისამართი:  ქ. თბილისი, ვახუშტი ბაგრატიონის 84ა, ტელ.: +995 32 2 25 19 66

 

მწარმოებელი: Interchemie werken “De Adelaar” B.V. Metaalweg 8, 5804 CG Venray, The Netherlands

ფასდაკლება