ინვეტ ჯგუფის ოფიციალური ვებ-გვერდი

ციპროფლოქსი

₾33.00
მიმართულება : მეღორეობა
მესაქონლეობა
მეფრინველეობა
ბრენდი : დავათი
პროდუქტის ტიპი : ანტიბიოტიკი
პროდუქტის ფორმა : ფხვნილი
კოდი : 4860115260548

ვეტერინარული პრეპარატი „ციპროფლოქსი“

ანოტაცია

 

სავაჭრო დასახელება

ციპროფლოქსი

CIPROFLOX

წამლის ფორმა

პერორალური ფხვნილი

აღწერა

თეთრი ფერის ფხვნილი

შემადგენლობა

1 გ ფხვნილი შეიცავს

აქტიური სუბსტანცია:    ციპროფლოქსაცინის ჰიდროქლორიდი              200 მგ

     ამოქსიცილინის ტრიჰიდრატი                             100 მგ

ფარმაკოლოგიური ჯგუფი

სისტემური გამოყენების ანტიბაქტერიული საშუალება.

ATC vet code: QJ01MA02 - ციპროფლოქსაცინი

            QJ01CA04 - ამოქსიცილინი

ფარმაკოლოგიური მოქმედება

„ციპროფლოქსი“-ს შემადგენლობაში შემავალი აქტიური ნივთიერებების სინერგიის შედეგად, პრეპარატის აქტივობა მნიშვნელოვნად მაღალია.

ამოქსიცილინი მიეკუთვნება ნახევრად სინთეზური პენიცილინის ჯგუფის ანტიბიოტიკებს, ანტიმიკრობული მოქმედების ფართე  სპექტრით. გააჩნია ბაქტერიოციდული მოქმედება გრამდადებით და გრამუარყოფით ბაქტერიებზე. როგორიცაა: Campylobacter, Escherichia Coli, Erysipelothrix, Haemophilus, Pasteurella. ამოქსიცილინი ეფექტურია კლოსტრიდიების, კორინობაქტერიების,  სალმონელების, პენიცილინისადმი გამძლე სტაფილოკოკების და სტრეპტოკოკების წინააღმდეგ. ამოქსიცილინის ბაქტერიოციდული მოქმედება განპირობებულია ბაქტერიის უჯრედული  გარსის სინთეზის დათრგუნვით.

ციპროფლოქსაცინი მიეკუთვნება ფტორქინოლონის ჯგუფის სინთეზურ ანტიბიოტიკს, რომელიც აქტიურია გრამუარყოფითი და გრამდადებითი მიკროორგანიზმების ფართო სპექტრის მიმართ, განსაკუთრებით Escherichia coli, Corynebacterium pyogenes, Salmonella spp., Shigella spp., Pasteurella, Staphylococcus spp., Staphylococcus hyicus, Streptococcus spp., Klebsiella spp. Corynebacterium spp., Enterobacterium spp., Erysipelothrix rhusiopathiae, Proteus spp., Brucella canis, Actinobacillus spp., Listeria monocytogenes, Haemophilus spp., Clostridium spp.

ციპროფლოქსაცინის მოქმედების მექანიზმი დაკავშირებულია ფერმენტ ტოპოიზომერაზა II-ს აქტივობის დათრგუნვა, რაც უზრუნველყოფს დნმ-ის სპირალის რეპლიკაციას ბაქტერიული უჯრედის ბირთვში, რაც იწვევს ცილის სინთეზის დარღვევას და მიკროორგანიზმის სიკვდილს.

ფარმაკოკინეტიკა

პერორალურად მიღების დროს პრეპარატი სწრაფად და თითქმის მთლიანად აბსორბირდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მიერ. მიღებიდან 1 - 2 საათის შემდეგ აქტიური ნივთიერებების მაქსიმალური კონცენტრაცია აღწევს ორგანიზმის მრავალ ქსოვილსა და ბიოლოგიურ სითხეებში. თერაპიული კონცენტრაცია ნარჩუნდება 24 საათის განმავლობაში.

ამოქსიცილინი უცვლელი ფორმით ძირითადად გამოიყოფა შარდთან ერთად (მიღებული დოზის 70 - 80 %) დაახლოებით 6 საათის განმავლობაში და ნაღველით (5 - 10 %). პრეპარატის ის რაოდენობა, რომელიც არ შეიწოვება, გამოიყოფა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან არააქტიური ფორმით. ციპროფლოქსაცილინი ორგანიზმიდან ძირითადად გამოიყოფა შარდთან და ნაღველთნ ერთდ.

ჩვენება

პრეპარატი განკუთვნილია სასუნთქი სისტემის, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, შარდ-სასქესო სისტემის ინფექციების, კოლიბაქტერიოზის, სალმონელოზის, მიკოპლაზმოზის, სტაფილოკოკური და სტრეპტოკოკური ინფექციების სამკურნალოდ ხბოში, ღორში და შინაურ ფრინველში.

მიღების  წესი და დოზირება 

„ციპროფლოქსი“ სამიზნე სახეობებს ეძლევა პერორალურად:

ხბო, ღორი - პრეპარატის 1 გ 20 კგ ცოცხალ წონაზე, დღეში ორჯერ, 5 – 7 დღის განმავლობაში

შინაური ფრინველი - პრეპარატის 1 გ იხსნება 4 ლ სასმელ წყალში, მკურნალობის ხანგრძლივობა  3 – 5 დღე;

ყოველდღე უნდა მომზადდეს პრეპარატის ახალი წყალხსნარი.

უკუჩვენებები

პრეპარატი არ გამოიყენება კვერცხმდებელ ფრინველებში.

არ გამოიყენება ციპროფლოქსაცინისა და ამოქსიცილინის ტრიჰიდრატის მიმართ მომატებული მგრძნობელობის დროს, თირკმლისა და ღვიძლის ფუნქციის დაქვეითებისას.

„ციპროფლოქსი“ არ ინიშნება ბეტა-ლაქტამურ ანტიბიოტიკებთან, ქლორამფენიკოლთან, მაკროლიდებთან და ლინკოზამიდებთან ერთად.

გვერდითი მოვლებები

დოზირების რეჟიმის დარღვევის დროს შეიძლება გამოვლინდეს ალერგიული რეაქციები.

ლოდინის პერიოდი:

ხორცი - 12 დღე (ხბო, ღორი)

                      11 დღე (ფრინველი)

შენახვის პირობები

ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, ოთახის ტემპერატურაზე

გამოშვების ფორმა

200 გ ფხვნილი მოთავსებული თეთრი ფერის პოლიეთილენის ფლაკონში

ვარგისობის ვადა 

3   წელი.

მწარმოებელი ქვეყანა

საქართველო

მწარმოებელი კომპანია

შ.პ.ს. „დავათი“

ქ. თბილისი, გრ.ხანძთელის ქ.№10.

ფასდაკლება