პროდუქტის დასახელება:
გლუკოხემი-400 (Glucochem-400).
გარეგანი აღწერილობა:
ხსნარი ინტრავენური გამოყენებისათვის(40% საინფუზიო გლუკოზა) 500 მლ
შემადგენლობა თითო მლ-ზე:
გლუკოზა( მონოჰიდრატის სახით) ..................................................................400.0 მგ
ფარმაკოლოგიური ჯგუფი და ATC ვეტერინარული კოდი: ძირითადი საკვები ნივთიერებები, ნახშირწყლები, გლუკოზა. QV06DC01
სამიზნე ცხოველები:
ცხენი, მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, ცხვარი, თხა, ღორი,გოჭი, ძაღლი და კატა.
ჩვენებები:
გლუკოჰემ-400 (Glucochem-400) განკუთვნილია პირუტყვში, ცხენში, ცხვარში, თხაში, ღორში, ძაღლსა და კატაში ენერგეტიკული დეფიციტის სამკურნალოდ, რაც ასევე მოიცავს ჰიპოგლიკემიასა და კლინიკურ კეტოზს.
უკუჩვენებები:
არ გამოიყენოთ ჰიპერგლიკემიის, გადაჭარბებული ჰიდრატაციისა ან ჰიპოტონური დეჰიდრატაციის დროს. შეიყვანეთ მხოლოდ ვენაში და არა ექსტრავენურად.
გვერდითი ეფექტები:
40% ჰიპერტონულ გლუკოზის ხსნარს შეუძლია გააღიზიანოს პერიფერიული ვენები, გამოიწვიოს ადგილობრივი თრომბოზული ანთება. თუ ის წარმოადგენს ერთადერთ სითხის წყაროს, შესაძლოა განვითარდეს წყლისა და ელექტროლიტების დისბალანსი, მათ შორის ჰიპოკალემია, ჰიპოფოსფატემია და ჰიპომაგნემია. მაღალი დოზების ხანგრძლივმა გამოყენებამ ან სწრაფმა შეყვანამ შეიძლება გამოწვიოს დიურეზის გააქტიურება და დეჰიდრატაცია. დოზის გადაჭარბებამ კი- ჰიპერგლიკემია და ოსმოსური დიურეზი.
დოზირება:
მხოლოდ შენელებული ნაკადით ინტრავენური გამოყენებისათვის. პრეპარატი გამოყენებამდე უნდა გათბეს სხეულის ტემპერატურამდე. ხსნარი უნდა შეიყვანონ ნელ-ნელა, სხეულის წონის ერთ კილოგრამზე საათში გლუკოზის 0.5 გრამის გათვლით.
პირუტყვი, ცხენი: გლუკოზის 100-125გ, რაც პრეპარატის 250- 312.5მლ-ის ექვივალენტურია .
ცხვარი, თხა, ღორი: გლუკოზის 12.5-25გ, რაც პრეპარატის 31-62.5მლ-ის ექვივალენტურია.
გოჭი, ძაღლი, კატა: გლუკოზის 1.25-7.5გ, რაც პრეპარატის 3-19მლ-ის ექვივალენტურია.
ორგანიზმიდან გამოსვლის დრო:
პირუტყვი, ცხენი, ცხვარი, თხა, ღორი:
ხორცი და სუბპროდუქტები: 0 დღე.
პირუტყვი, ცხენი, ცხვარი, თხა:
რძე: 0 დღე.
შენახვის ვადა და სპეციალური წესები:
გლუკოხემ-400-ს აქვს 3 წელი შენახვის ვადა 25 °C-ზე დაბალ ტემპერატურაზე შენახვის შემთხვევაში.
ნებისმიერი გამოუყენებელი შიგთავსი უნდა გადაღვაროთ.
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!
განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები:
პრეპარატი არ არის თავსებადი ამინოფილინთან, ხსნად ბარბიტურატებთან, ერითრომიცინთან, ჰიდროკორტიზონთან, ვარფარინთან, კანამიცინთან, ხსნად სულფონამიდებთან და ვიტამინ B12-თან.
გამოშვების ფორმა
გლუკოხემ-400 გამოდის თეთრ გამჭვირვალე 500 მლ მოცულობის პლასტმასის ბოთლში, ბრომბუთილის საცობითა და ალუმინის ჩაჩით. სატრანსპორტო შეფუთვაში მოთავსებულია 12 ც და ახლავს ანოტაცია.
იმპორტიორი და ექსკლუზიური დისტრიბუტორი საქართველოში „შპს ინვეტი“ მისამართი:
ქ. თბილისი, ვახუშტი ბაგრატიონის 84ა, ტელ.: +995 32 2 25 19 66;
სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი
Interchemie werken “De Adelaar” B.V. Metaalweg 8 5804 CG Venray The Netherlands